ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავი2- ის საქმე განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი.
,, ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროცესია და არა მარტო ქვეყნის შიგით არსებული ემოციებით. რუსთავი2-ის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, არა მხოლოდ შიგნით არსებული პროცესიდან გამომდინარე, არამედ მე ვსაუბრობ რაც ათეულობით შეხვედრის დროს მესმის. ფაქტიურად არ ყოფილა შეხვედრა, სადაც არ უთქვამთ,რომ ჩვენი დემოკრატილობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი იქნება, როგორ გადაწყდება რუსთავი 2-ის გარშემო პროცსები და არამხოლოდ რუსთავი2 მედიაგარემო,“- განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






