საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 18:00, 06 Feb, 2017     1527
საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა, მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართულ მხარეს კონსულტაციებზე ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ბელარუსის დელეგაციას - მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო.

კონსულტაციების ფარგლებში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს სექტორული მიმართულებებით. კმაყოფილებით აღინიშნა სხვადასხვა დონეზე ვიზიტების გაცვლის მაღალი დინამიკა და აღნიშნულ კონტექსტში განხილულ იქნა 1-2 მარტს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დაგეგმილი ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე. ასევე, ხაზი გაესვა ერთობლივი სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების განხორციელების აუცილებლობას. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა, გაააქტიუროს თანამშრომლობა ბელარუსთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში.

ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს მთავრობის ცალმხრივ კონსტრუქციულ პოლიტიკაზე. ამ კონტექსტში, მან მადლობა გადაუხადა ბელარუსის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42