იურიდულ საკითხთა კომიტეტმა კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
პოლიტიკა - 16:09, 06 Feb, 2017     1985
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი მანანა კობახიძის კანდიდატურას, ფარული კენჭისყრით, 11 ხმით მხარი დაუჭირა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევას საპარლამენტო უმრავლესობიდან 10 კომიტეტის წევრმა და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ერთმა წევრმა დაუჭირეს მხარი. საპარლამენტო უმცირესობის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კენჭისყრის ჩატარებამდე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია კანდიდატურის ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ. წარდგენის შემდეგ, მანანა კობახიძემ მადლობა გადაუხადა ფრაქციას გამოცხადებული ნდობისთვის.

„ძალიან საპასუხისმგებლოა ის პოზიცია, რომელზეც წარმადგინა ფრაქციამ. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა ჩემთვის პირველ რიგში, და მე მინდა, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი ნდობისთვის, მაგრამ აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ალბათ, ეს ნდობა ემყარება ჩემი, როგორც იურისტის გამოცდილებას და კვალიფიკაციას სწორედ იმ სფეროში, რასაც კონსტიტუციური მართმსაჯულება ჰქვია“,-განაცხადა მანანა კობახიძემ.

კანდიდატმა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მრავალწლიან საქმიანობაზე ისაუბრა, რომელსაც იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე“ მუხლის ფარგლებში აწარმოებდა. მანანა კობახიძემ ყურადღება გაამახვილა მისი, როგორც ადვოკატის გამოცდილებაზე, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეთა წარმოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას უკავშირდებოდა.

„ვფიქრობ, ჩემი, როგორც ადვოკატის საქმიანობა სწორედ მიმართული იყო იქითკენ, რომ კონკრეტული ადამიანების ბედი შეცვლილიყო ამ ქვეყანაში“,-აღნიშნა მანანა კობახიძემ.

კანდიდატმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს როლს, საქმიანობასა და ფუნქციას, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში გასულ წელს განხორციელებულ ცვლილებებს დ ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებს და აგრეთვე, სხვა საკითხებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი, ნაცვლად ჩანაწერისა - „უთანაბრდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს“. ამასთან, იუსტიციის მინისტრს შეუძლია, ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, ნოტარიუსს გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით.

კანონპროექტი შეიცავს გარდამავალი შინაარსის რეგულირებას, რომლის თანახმად, იმ ნოტარიუსს, რომელსაც ახალი კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 65 წელი და ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის კვლავ ახორციელებს სანოტარო საქმიანობას, 70 წლის ასაკის მიღწევამდე გაგრძელებულად ჩაეთვლება უფლებამოსილების ვადა.

ცვლილებების განხორციელება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აუცილებელია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონითვე განისაზღვროს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი, რაიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მითითების გარეშე.

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია შემოთავაზებული ცვლილებები, ვინაიადან აღნიშნული ხელს შეუწყობს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით კანონში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას.

კომიტეტს პრინციპების დონეზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გააჩნდა და მხარი დაიჭირა მისი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42