„შეიძლება ვიღაცა ცდილობს, რომ წარმოაჩინოს, თითქოს ახალი მენეჯმენტის და ბორდის გადასაწყვეტია ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ორი წლით გაჩერება საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ნიშნავს კანონით გათვალისწინებული არა ერთი ვალდებულების შეუსრულებლობას, მაგალითად, უფასო საეთერო დრო არჩევნების დროს, ორი არჩევნები გვაქვს წინ, ადგილობრივი და საპრეზიდენტო, ამავე დროს ეროვნული უმცირესობების ინფორმირება და მათი პრობლემატიკის წარმოჩენა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ბავშვთა და ახალგაზრდობის თემატიკა, არადისკრიმინაციული მიდგომა გადაცემებისა თუ ინფორმაციის გავცრელების დროს და სხვა არა ერთი ვალდებულება, რომელიც გაწერილია მაგალითად „მაუწყებლის შესახებ კანონში“. არის კიდევ არა ერთი საკითხი, ბიუჯეტი, მასაც დასჭირდება ცვლილება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის „ნებაყოფლობით“ გადადგომა, არჩევნები, ბორდზე რაღაც საკითხების გატანა, ერთი თამაშის რამდენიმე შემადგენელი ნაწილია, ბორდის მიერ მოწონების შემდგომ, საკითხი ბუნებრივია უნდა განიხილოს პარლამენტმა" - განაცხადა ალაფიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ვიღაც მენეჯმენტიდან არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, არა თუ ფული არ უნდა მისცე. ,,ბუნებრივია დადგება საკითხი კანონებში ცვლილების შესახებ. ბორდის გავლით საკითხი პოლიტიკური ორგანოსკენ წავა და იქ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმაღლესი პოლიტიკური საკრებულო, არავინ არ იცის, შესაძლოა ამოცნობადი იყოს. ბუნებრივია, იმ პირობებში, როდესაც კანონის საფუძველია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ ტიპის შეჩერაბზეა საუბარი, ვისი ინტერესები უნდა შედიოდეს? მხოლოდ არჩევნებზე არ არის საუბარი, ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციაზეა საუბარი. ორი წელი გადასახადის გადამხდელებმა რაში უნდა ვიხადოთ ფული? ალბათობის მაღალი ხარისხით ვიღებთ იმას, რომ ორი წლის შემდეგ იქნება შეცვლილი კანონები, არჩევნები ჩავლილი იქნება და პოლიტიკური პლურალიზმი უკვე არ ვიცი, სად იქნება გამოკიდებული“, - აცხადებს ალაფიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






