"დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც არის განხორცილებული აღნიშნული ოპერაცია სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია. თანხის მოცულობა, რომლითაც განსაზღვრულია და შეფასებულია იმ ნაკვეთის 1624 კვ. მ-ის ღირებულება, რომელიც იქნა დათმობილი და ეს ნაკვეთი სტიქიური უბედურების ზონაში მდებარეობს, ამ ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ, მისმა მფლობელმა მიიღო ნაწილობრივ მიწის ნაკვეთი, სანდრო ეულის ქუჩაზე, ეს არის დაახლოებით 515 000 ლარი და დარჩენილი სხვაობა დაახლოებით 455 000 ლარი ანაზღაურებულ იქნა საბანკო ანგარიშის საფუძველზე. ანალოგიური პროცესი, ზუსტად განხორციელდა თამაზ და მედეა ელიზბარაშვილების ქონების გამოსყიდვის შემთხვევაში. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, თემის პოლიტიზირება მოხდა, ბუნებრივია არის რუსთავი 2-ის დიდი ინტერესის საგანი, თუმცა არანაირი მნიშვნელობა კონკრეტულ გვართან და მოსამართლესთან მიმართებაში ამ პროსესს საერთო არ აქვს.
გუშინ "პოსკრიპტუმმა" სკანდალური დოკუმენტი გაასაჯაროვა. რომლიდანაც ირკვევა, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარეს, მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს, რომელმაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, რამდენიმე დღის წინ მისმა ძმამ ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






