"დაიხურება vs შეჩერება! - ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და შეთანხმებულია იქ..."- ტაბლიაშვილი გადაცემების დახურვაზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:18, 06 Feb, 2017     3159

ირაკლი ტაბლიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ვექტორის“ წამყვანი წერს, რომ გადაცემების დახურვა უკვე გადაწყვეტილია.


„ჩემი აზრით, სიტყვების თამაშია ეს ყველაფერი - დაიხურება vs შეჩერება!

რა მნიშვნელობა აქვს, 2018 წლამდე დახურვას დაარქმევს თუ შეჩერებას? რეალურად, არც არაფერი.
რეალურად, ყველაფერი გაჩერდება.
ანუ, გაჩერდება რეალური სივრცე, წითელი ზონა, ჟურნალისტური გამოძიება, ფერმა, ვექტორი, სალომე ასათიანის ინტერვიუ და ა.შ. უამრავი, მართლა უამრავი კარგი გადაცემა!

ეს ყველაფერი მოხდება იმ წელს, როცა ადგილობრივი არჩევნებია და როცა საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსალოდნელი.
როცა ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ და როცა წინ კიდევ დიდი გამოწვევები აქვს ზოგადად სახელმწიფოს.
ეს ყველაფერი შეფუთულია ვთქვათ ასე - ოსტატურად.
ციფრების ბზრიალ-ტრიალით...
მეტიც, ხშირად მართებული ბზრიალით, ოღონდ, ბზრიალით.

არადა, რეალურად, ფართო დისკუსიის საწინააღმდეგო, აბა, რა უნდა მქონდეს, მაგრამ, არ მტოვებს განცდა, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და შეთანხმებულია იქ, სადაც ამგვარი გადაწყვეტილებები თანხმდება.

არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ვწუხვარ "ვექტორზე", უფრო ზუსტად, მხოლოდ "ვექტორზე"... არა! მაუწყებელს შესანიშნავი პროდუქტები აქვს, რომელსაც ასე ერთი ხელის მოსმით, პრინციპით - ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა, სხიპავს, ჩეხავს მაუწყებლის ხელმძღვანელობა.

პირადად მე არ ვაპირებ თანამშრომლობას კონკრეტულად ბორდთან, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელი მარინა მუსხელიშვილია... პირი, რომელიც ვერ ხვდება, რატომაა ვიზის ლიბერალიზაცია კარგი მოვლენა... რაც შეეხება დისკუსიას, მასში მონაწილეობას მივიღებ... ოღონდ, კვლავ ვიმეორებ, მგონია, რომ ეს ყველაფერი კარგად შეფუთული სპექტაკლია“, _ წერს ტაბლიაშვილი საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42