მიმდინარე კვირიდან ჩანაწერებისა თუ სტენოგრაფების გავრცელება დააანონსა სამი დღის წინ ქრონიკა +-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დაიწყებოდა ჩანაწერების გავრცელბა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას კილაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირა საინფორმაციო შტურმის კვირა იქნება, ნიკა გვარამიას კი დიდი ოდენობით ქრთამს შესთავაზებენ, რათა გაიწიოს, ამასთანავე კილაძე არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამია დაიჭირონ:
„მე გეტყვით ინფორმაციას, რომელიც ამ დღეებში მივიღე. ნიკა გვარამიას ამ დღეებში შესთავაზებენ ასევე სოლიდურ თანხას იმისათვის, რომ გაიწიოს რუსთავი 2-ის საქმიდან, რადგან ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში ჰყავს მხოლოდ 4 მოსამართლე და არ ჰყავს 5, ჯერჯერობით მადლობა ღმერთს ვერ მოახერხეს მოსამართლეების დაშანტაჟება და იოსებ გოგაშვილის მიერ დაწყებული ყველა სპეცოპერაცია დამთავრდა კრახით და სკანდალით, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერებით, სადაც თითქოს საუბარია ქრთამზე და ასე შემდეგ, იგეგემებოდეს ნიკა გვარამის დაკავება, რადგან ხელისუფლებას ვერ მიაქვს რუსთავი 2. ეს კვირა იქნება საინფორმაციო შტურმის კვირა“, - განაცხადა ელისო კილაძემ „ნოუპოსტთან“ საუბრისას.
კილაძე მიიჩნევს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიეობო მოქმედებები მისი ავთენტურობის დასადგენად, არ წარიმართება:
„მე მქონდა ინფორმაცია იმის თაოაბზე, რომ სუს-ში დაიგეგმა ამ კვირიდან ახალი საინფორმაციო შტურმი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს, მათ შორის რუსთავი 2-ის „კერძო დავასთან“ დაკავშრებით. ორშაბათს დილიდანვე ეს მასალები გავრცელდა, ასეთი საიტი „უკრაინული რევოლუცია“ უკრაინაში არ არსებობს, ეს არის სუს-ის მიერ შექმნილი სპეციალური საუტი, სადაც „პარვდება“ სუს-ის უკანონო, დამონტაჟებული ცანაწერები, იმიტომ, რომ რეალურად სახელმწიფოს არ აქვს უფლება არც უკანონო მოსმენების, არც საუბრების მონტაჟის, ერთიც და მეორეც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ საიტის უკან დგას, მთელი ორგანიზებული სისტემა სუს-ის სააგენტოებისა, შემიძლია პირდაპირ დაგისახელოთ „რეპორტიორი“, „ექსკლუზივნიუსი“ „მარშალ პრეზი“. ახლა მზადდება 4 ანალოგიური საიტი, რადგან რეალურად ზემოთ ჩამოთვლილი სააგენტოები გაშიფრულია, რომ სუს-ისგან ფინანსდება. არცერთი თეთრის რეკლამა არც ერთ მათგანს არ აქვს და რეალურად ისინი ფუნქციონირებენ, საკმაოდ მაღალანაზღაურებად შენობებში არიან განთავსებულნი და ფუნქციონირებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დეზინფორმაცია გავცრელდეს, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
გამოქვეყნდება სტენოგრამები, მსგავსი ტიპის აუდიო ჩანაწერები, იქნება თუ არა ავთენტური, ამას რანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს არის გათვლილი საზოგადოების დეზინფორმაციაზე. მე მინდა ხელისუფლებას შევახსენო 5 წლის წინანადელი ჩანაწერები, მაგალითად როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი აგინებს თინა ხიდაშელს, ავთენტურობა ამ ჩანაწრების დადგენილია? გვჯერა, რომ ღარიბაშვილი ნამდვილად ამ სიტყვებით იხსენიებს ხიდაშელს? 5 წლის განმავლობაში რა გამოიძიეს? ალბათ საგამოძიებო მოქმედებები არც ამ შემთხვევაში იქნება“, - დასძენს კილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






