,,ეს არის უმოწყალო მონტაჟი, ბატონ ადეიშვილთან 2 წელია სატელეფონო საუბარი არ მქონია“ - ნიკა გვარამია გავრცელებულ ჩანაწერზე
პოლიტიკა - 12:08, 06 Feb, 2017     3081
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც დღეს გავრცელებულ სატელეფონი ჩანაწერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ჩანაწერი არის მონტაჟი. გვარამია აცხადებს, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრთან მას, ბოლო 2 წელია სატელეფონო საუბარი არ ჰქონია.

„მადლობას ვერ მოვახსენებ სუს-ს ასეთი ყურადღებისთვის, რადგან ეს დანაშაულია, რასაც ისინი სჩადიან, კითხვები მრჩება როდის ასწრებენ ამ სამსახურში სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მუშოაბას, რადგან მთლიანად ჩემზე და რუსთავი 2-ზეა გადმოსული. ამით გადაფარვა არ გამოვა და მოგიწევთ პასუხის გაცემა სახელმწიფოს სახსრების გაფლანგვაზე, იმასთან დაკავშრებით თუ რა განცხადება შეიტანეს მოსამართლეებმა პროკურატურაში. ეს საუბარი არის დამონტაჟებული, რაც ვიცანი არის 4-5 საუბარი, რაც ვერ ვიცანი მეორე საკითხია. ბატონ ადეიშვილტან ჩემი საუბარი არ არსებობს, დიდიხანია არ გვისაუბრია, მინიმუმ ბოლო ორი წელია ტელეფონით არ შემდგარა, გვისაუბრია პირადად კიევში. რაც არ უნდა ეცადოთ, ჩემი კორუფციაში გასვრა არ გამოვა, რადგან ჩემს ბიოგრაფიაში ასეთი არ არსებობს, პირიქით, არსებობს ბრძოლა კორუფციასთან" - განაცხადა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მოსამართლე ახვლედიან არც რუსთავი 2-ის და არც მის საქმესთან შეხება არასოდეს ჰქონია.

,,ბატონი ახვლედიანი არასდროს წარმოადგენდა ჩემს ინტერესს, მას არასდროს ჰქონია შეხება არც რუსთავი 2-ის და არც ჩემს საქმესთან, მდინარაძის საუბრებს თუ მოვისმენთ, მივხდევბით, გეზი საით მიდის, მე გამამართლა სამმა ინსტანციამ, უფრო აქეთ წაიყვანს სახელმწიფო საუბარს, რომ ქრთამი მივეცი ბატონ ახვლედიანს. რაც შეეხება ამ ტექსტებს, რომელიც დღეს დაიდო, ეს არ არის ჩემი და ადეიშვილის საუბარი, არის ჩემი საუბრები სხვადასხვა ადამიანებთან, არის თუ არა ბატონი ადეიშვილის ხმა, ეს მას უნდა კითხოთ, შეუიარაღებელი ყურისთვისაც გასაგებია, რომ ეს არის უმოწყალო მონტაჟი. როგორც ჩანს სტუდიაში მოგვიწევს ახალი ექსპერიმენტების ჩატარება, წლების განმავლობაშია ეს ნაგროვები, ტელეფონზე, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ჩემი დამონტაჟებული საუბრები წლებია ვრცელდება, არცერთ სერიოზულ საკითხზე არ ვსაუბრობ. გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ასე უნიჭოდ გაკეთებული თუ იქნებოდა არ ველოდი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42