„ოცნების“ მერობის კანდიდატი, შესაძლოა, ისევ ნარმანია იყოს?
პოლიტიკა - 19:02, 05 Feb, 2017     6963
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების მთავარი თემა და, შესაბამისად, სკანდალიც მოსასამართლეებს, უფრო კონკრეტულად, „რუსთავი 2“- ს უკავშირდება, „ნიუპოსტისთვის“ სამთავრობო წრეებიდან არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხდება ცნობილი და ეს დეტალები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეეხება. ზოგადად, წლევანდელი წელი, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, „ოცნებისთვის“ რთული იქნება, რადგან მმართელ გუნდს ლარის გაუფასურებისა და სხვა ათასი პრობლემის გამო, თვითმმართელობის ორგანოებში უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება. ამასთან, როგორც „ნიუპოსტს“ უხსნიან, ვითარებას ისიც ართულებს, რომ ერთიანი აზრი იგივე თბილისის მერის კანდიდათან დაკავშირებით თავად მმართველ გუნდშიც არ არსებობს.


მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ოცნებამ“ დავით ნარმანიას შემცვლელად შესაძლოა, კახა კალაძე ან მამუკა ხაზარაძე დაასახელოს.

ასევე, კულუარებში ერთი პერიოდი ბექა ოდიაშარიას კანდიდატურაც სახელდებოდა, რომელიც „ოცნების“ მაჟორიტარია კრწანისიდან და რომელიც, როგორც ამბობენ, პირდაპირ გიორგი კვირიაკშვილის კადრია, თუმცა იმ უახლოესი ინფორმაციების მიხედვით, რაც „ნიუპოსტისთვის“ 4 თებერვალს, საღამოს გახდა ცნობილი, მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა, ისევ დავით ნარმანია იყოს, რომელიც წარმოშობით სოფელ კოკიდანაა.

„ახლა, თავს ვერ დავდებ, რომ ჩემი მონაცენები უტყუარია, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეს, რომელთანაც მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთბა აქვს, თბილისის მერად არ გაამწესებს. ზოგადად, მდიდარ ადამიანებს ერთმანეთი მაინცდამაინც არ უყვართ ხოლმე და ამ შემთხვევაშიც, ალბათ, სწორედ ეს ფაქტორი იმუშავებს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ხაზარაძე მერობის კანდიდატად სხვა რომელიმე პარტიამ დაასახელოს.

რაც შეეხება კალაძეს, ენერგეტიკის მინისტრს, ალბათ, უნდა, რომ მერი გახდეს და, როგორც ვიცი, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაც ავტონომიურ რეჟიმში სწორედ ამ მიზნით აწარმოა, ანუ იფიქრა, რომ თუ „გაზპრომის“ პირობებს მიიღებდა, ამით ბიძინა ივანიშვილის გულს საბოლოოდ მოიგებდა და მერობა გარანტირებული ექნებოდა, მაგრამ იმ ადამიანისგან, ვისაც „ოცნების“ „ვერხუშკასთან“ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ვიცი, რომ მომავალი მერის ვინაობაზე მმართელი პარტია ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

უფრო მეტიც, ნარმანიამ, თურმე, „იქ, სადაც ჯერ არს“ იკითხა კიდეც, თუ ჩემი კანდიდატურა აღარ უნდა დააყენოთ, უმჯობესია, ახლავე მითხრათო, მაგრამ გაურკვეველი პასუხი მიიღო.

ისე, როგორც მე ვიცი, ნარმანია მერობაზე არც თავის დროზე გიჟდებოდა და როცა დაუძახეს და უთხრეს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრობა უნდა დაეტოვებინა და მერის საარჩევნო კამპანიაში ჩართულიყო, იკითხა, მე რომ თბილისელი არ ვარო? ამაზე უპასუხეს, აქ თბილისელი არავინ ვართ და ეგ ილუზია, რომ თბილისი მხოლოდ თბილისელებისაა, უნდა დავამსხვრიოთო,“ - ჰყვება „ოცნების“ კულუარებს ინკოგნიტო პიროვნება.

„ნიუპოსტის“ წყარო იმასაც ამბობს, რომ მართალია, მერიაში და, ზოგადად, დედაქალაქის სტრუქტურებში ნარმანიას ბევრი ახლობელი და ნაცნობი დასაქმდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ნარმანია მაინც ცდილობს დამოუკიდებელი მოთამაშის იმიჯი შეიქმნას.

„იმის თქმა მინდა, რომ დავითი „ოცნების“ არც ერთი კლანის წევრი არ არის და შესაბამისად, ვინმეს ინტერესებს არ ატარებს. ჩემი დაკვირვებით, ის პირდაპირ ივანიშვილზეა „მიბმული“, თმცა ვერ გეტყვით, რომ ყოფილ პრემიერთან ხშირი და ინტენსიური კონტაქტი აქვს.

ივანიშვილს თბილისის მერად სწორედ ნარმანიას მსგავსი პიროვნება სჭირდება, რომელიც არც თავის კლანს შექმნის და რომელიც, ასევე, არც რომელიმე სახელისუფლებო კლანის წევრი გახდება, ანუ მერი ისეთი უნდა იყოს, რომელსაც ივანიშვილის მიმართ მუდმივი მადლიერების განცდა ექნება და ყველას და ყველაფერს იმ ჭრილში განიხილავს, მისი მიერ გადადგმული ნაბიჯი „მთავარს“ მოეწონება თუ არა,“ - აღნიშნავს „ნიუპოსტის“ რესპოდენტი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა შესაძლოა, მმართველ ძალაში დაპირიპსირების პროვოცირება მოახდინოს, თუმცა ამ თემის გაშლისგან, ჩვენი თხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით თავი შეიკავა.

რაც შეეხება ოპოზოციას, არსებული კულუარული ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს, მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატებიც“, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებსი შემდეგ ლიდერებმა დატოვეს. ზოგი მიიჩნევს, რომ „ნაციონალებისგან“ წასულების მერობის კანდიდატი შეიძლება, გიგი უგულავა იყოს, მაგრამ უკვე იმის შესახებაც ითქვა, რომ „ნაციონალები“, მათგან წასულები, „გირჩი“ და ვაშაძის პარტია ადგილობრივ არჩევნებზე შეიძლება, ერთად გამოვიდნენ.

ჯერ უცნობია, თბილისის მერობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსს“ ეყოლება თუ არა, თუმცა 2013 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, „პატრიოტები“ თბილისის თავზე თავიანთი დროშის აფრიალებას შეეცდებიან, თუმცა ირმა ინაშვილი მერობის კანდიდატი რომ აღარ იქნება, ეს ზუსტად არის ცნობილი - ის პარლამენტის ვიცე-სპიკერია.

ბურჯანაძის პარტიიდან თავის დროზე მერობის სურვილი, როგორც „ნიუპოსტს“ უთხრეს გიგლა ბარამიძეს ჰქონდა, მაგრამ ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ შევარდნაძის მთავრობის გუბერნატორ ბარამიძეს თბილისის მერობა ისევ უნდა თუ არა, ძნელია.

ზოგადად, პარტიები ამ საკითხებზე ჩამოყალიბებას გაზაფხულიდან დაიწყებენ - სწორედ მაშინ გააქტიურდება არაოფიციალური საარჩევნო კამპანიაც და იგივე მერობის შესაძლო კანდიდატებზე მეტ-ნაკლები ამომწურავი ცნონებიც მაშინ გახდება ცნობილი. მანამდე კი, მთავარ თემად, ბუნებრივია, ისევ მოსამართლეების სკანდალი და „რუსთავი 2“-ის საქმე რჩება. იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის ხელში აღმოჩნდა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამან სათავე სამოქალაქო პროტესტს დაუდოს და მოვლენები იმ სცენარით განვითარდეს, რომლის შესახებაც დღეს არავინ ლაპარაკობს.

ირაკლი ბიძინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42