მოძრაობა "მწვანე მუშტი" საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაცემა "რეალური სივრცის" შესაძლო დახურვას აპროტესტებს.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებოთ კონკრეტული ხელმძღვანელის არჩევას, რომელსაც პოლიტიკური აფილირება ჰქონდა, თუმცა ეს ყველაფერი არ გამოვიდა და არც გვქონდა სინამდვილეში ამის იმედი. ვფიქრობთ, რომ დღეს საზოგადოება უნდა დადგეს ამ სოციალურად აქტიური, მნიშნელოვანი გადაცემების დასაცავად, რომელიც ყოველთვის იყო საზოგადოების და სახალხო პოზიციებზე,“ - აცახდებენ "მწვანე მუშტის" აქტივისტები.
"მწვანე მუშტის" აქციას "აუდიტორია 115"-ის წევრებიც შეუერთდნენ.
"ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას "რეალურ სივრცეს", გადაცემას, რომელიც იდგა რეალურ პრობლემებთან, აშუქებდა მათ, ეს იქნებოდა სტუდენტური პრობლემები, თუ სხვა სახის სოციალური პრობლემები. ჩვენ გვახსოვს მათი მხრიდან ფაქტების რეალურად შეფასება და ვთვლით, რომ ეს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რაც ალბათ, ყველაზე უკეთ ახალგაზრდებს გვესმის. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდებს საზოგადოების სხვა ფენების წარმომადგენლებიც," - თვლიან "აუდიტორია 115"-ის წევრები.
მოგვიანებით, აქციაზე მისვლას თავად ნინო ზაუტაშვილიც გეგმავს.
როგორც ცნობილია, ხვალ 12 საათზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებას გააცნობს თავის გეგმებს სამაუწყებლო ბადისა და გადაცემების შესახებ.
გადაცემის შესაძლო დახურვაზე თავად გადაცემის წამყვანმა, ნინო ზაუტაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ასეთი გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად.
მასალის გამოყენების პირობები






