„ნაციონალური მოძრაობა - ხალხის პარტია“ - ენმ ახალ კამპანიას იწყებს
პოლიტიკა - 13:36, 04 Feb, 2017     3000
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქართველოს მოქალაქეებს პარტიის გახსნილობასთან დაკავშირებით მიმართავს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი დაპირების ასასრულებლად, კამპანიას „ნაციონალური მოძრაობა - ხალხის პარტია“ იწყებს. ჩვენ ვაღებთ კარს და გიწვევთ პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმაზე სამუშაოდ.

ძვირფასო თანამებრძოლებო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებაში უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის მონაწილეობა. ენმ ერთად კვლავ უნდა ვაქციოთ სახალხო პარტიად, რომელიც იდეისა და პროგრამის გარშემო გააერთიანებს ჩვენს მეტ თანამოქალაქეს ივანიშვილის კოლაბორაციონისტი, მოღალატე ხელისუფლების შესაცვლელად და საქართველოს პროგრესისა და განვითარების გზაზე დასაყენებლად, მოქალაქეების კეთილდღეობის და წარმატების უზურნველსაყოფად.

ჩვენ უნდა ავამოქმედოთ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში თქვენი აქტიური ჩართულობის მრავლაფეროვანი და საინტერესო მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვაწოდოთ იდეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ facebook გვერზე და ელექტრონულ ფოსტაზე (info@unm.ge). დიდი ინტერესით დაველოდებით თქვენს წინადადებებს.

მოვდევნო კვირას, 10 თებერვალს, 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ყველა მსურველს გელით ღიაობის და ჩართულობის პლატფორმის ირგვლივ ღია დისკუსიაზე.

თქვენი იდეები, რჩევები, რეკომენდაციები, კრიტიკული შენიშვნები, ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ ენმ თანაპარტიელებთან, მხარდამჭერებთან და მოსახლეობასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად" -აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42