ირაკლი კობახიძე ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 10:01, 04 Feb, 2017     1465
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად აქტიური მუშაობა გაგრძელდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ზიგფრიდ ბრაკესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ზიგფრიდ ბრაკემ 2 თებერვალს ევროპარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება პირადად, დღეს გამართული შეხვედრისას მიულოცა.

როგორც შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და ამას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ზიგფრიდ ბრაკემ საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მხარეებმა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. სპიკერთან პარლამენტებს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბელგიასთან თანამშრომლობის გაღრმავება, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, დღეს, 3 თებერვალს დასრულდა. რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მაღალი დონის შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე ევროსტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებმა და ევროპარლამენტარებმა საქართველოს ევროპულ არჩევანს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის განხილვასა და კენჭისყრას დაესწრო.

დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42