არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ! - ვასილ მაღლაფერიძე
პოლიტიკა - 10:00, 04 Feb, 2017     2328
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი “რეალური სივრცის” შესაძლო დახურვაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:


“საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ დავაანონსეთ, რომ 6 თებერვალს, ორშაბათს, 12 საათზე, გავმართავთ პრესკონფერენციას და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს ხედვას მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით.

შეიძლება ეს ხედვა ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს და ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ ამისთვის ჯერ ხომ უნდა ვთქვათ?! :) თუ არ ვთქვით, ამის გარეშე არც მოწონება გამოვა და არც არმოწონება!

ჩვენ კი ჯერ არაფერი გვითქვამს, ვემზადებით ორშაბათისთვის!

მაგრამ არიან ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ წინსწრებით იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ და ჰყვებიან ამის შესახებ! უბრალოდ კი არ ჰგონიათ, არამედ დარწმუნებულნი არიან, რომ იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ!

საიდან იციან, არც მათ იციან, არც ვინმე სხვამ, მაგრამ იციან! სოკრატემ იცოდა, რომ არაფერი იცოდა, ამათმა კი იციან, რომ ყველაფერი იციან!

და არა მხოლოდ იციან, არამედ, წინასწარვე კატეგორიულად არ მოსწონთ და აღშფოთებულნი არიან იმით, რაც უნდა გავაკეთოთ და ამ აღშფოთებას საზოგადოებასაც უზიარებენ – წერენ პოსტებს და კომენტარებს, განცხადებებს ავრცელებენ, მსჯელობენ და შიგადაშიგ კარგა გვარიანადაც გვლანძღავენ – იმის გამო, რაც ჩვენ ორშაბათს უნდა ვთქვათ და ჯერ არ გვითქვამს! თუმცა, რატომ უნდა მოიცადონ ორშაბათამდე, თუ ახლავე იციან, რასაც გავაკეთებთ?!

დაბოლოს. მოკლე პასუხი კითხვაზე, ვხურავთ თუ არა გადაცემებს?! არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!

თუმცა, გვინდა და ვიტოვებთ უფლებას, რომ ორშაბათს, 12 საათზე, როგორც დაანონსებული გვქონდა, ჩვენი ხედვა გავაცნოთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი არ იცის და თანაც წინასწარ!"- აცხადებს მაღლაფერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42