მაინც, რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან? - ეს კითხვა „ნიუპოსტმა“ რამდენიმე იმ ადამიანს დაუსვა, რომელიც რუსული უშიშროების მუშაობის ხერხებსა და მეთოდებს კარგად იცნობს. ჩვენი რესპონდენტების თქმით, პირველ რიგში, ჰიბრიდული ომის ის სეგმენტი გააქტიურდება, რასაც პროპაგანდა ჰქვია.
„მე, პირადად, არ გამოვრიცხავ, რომ გაძლიერდეს ანტიდასავლური პროპაგანდა, რაც ალბათ, იმაში გამოიხატება, რომ ცალკეული ადამიანები და აგრეთვე, მედიასაშუალებები ევროპის დემონიზაციას შეეცდებიან. ამას რუსეთი უმეტესად თავისი აგენტურის ხელით გააკეთებს, მაგრამ ისიც დასაშვებია, რომ ზოგიერთი პატივსაცემი ადამიანი, რომელსაც სპეცსამსახურთან შეხება არასოდეს ჰქონია, ამ თამაშიც მონაწილე უნებურად გახდეს,“ - აღნიშნავს ნიუპისტთან საუბრის დროს წყარო, რომელიც უშვებს ალბათობას, რომ ევროპის დემონიზაციის კონტექტსში, მთელი სიმძიმე ეროვნულობის დაცვაზე გაკეთდება და გარდა იმისა, რომ დასავლეთზე „ბოროტი მითების“ გავრცელება დაიწყება, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ე.წ. ნაციონალისტებმა ევროპის წინაღმდეგ აგრესიული საპროტესტ აქციები მოაწყონ.
„ყველაფერი, რასაც გეუბნებით, ალბათობა და დაშვებაა, მაგრამ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, უკვე გვაქვს გამოცდილება, როცა რამდენიმე თვის წინ, თურქული და ზოგადად, აღმოსავლური რესტორნებისა და საზკვების ობიექტების წინააღმდეგ ე.წ. ნაციონალისტებმა გაილაშქრეს. მართალია, ამ აქციის რამდენიმე მონაწილე საზოგადოებრივი წესრიგისთვის დააკავეს, მაგრამ როგორც ვიცი, საკადრისოდად არავინ დაუსჯიათ. ამიტომ ვამბობ, რომ დასავლეთის, უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, მასირებული შეტევა განხორციელდება,“- ამბობს „ნიუპოსტის“ კონფიდენციალური რესპონდენტი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ამ ჰიბრიდულ ომში რუსულმა უშიშროებამ ეკლესია, უფრო კონკრეტულად, საეკლესიო წრეებთან დაახლოებული სუბიექტებიც ჩართოს.
ზოგადად, საეკლესიო პირებისა და სპეცსამსახურების კაშირები ძალიან სენსიტიური თემაა, რომლის განვრცობისგანაც „ნიუპოსტი“ თავს შეგნებულად იკავებს, თუმცა ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელის რუსულ კავშირებზე ბევრი ეჭვი არსებობს, სწორედ ეკლესიის საფარქვეშ მოქმედებს. ამ მხრივ შეიძლება გავიხსენოთ ლევან ვასაძე, რომელიც ერთთავად ეროვნული ღირებულებებით აპელირებს და დასავლეთს ისე წარმოაჩენს, როგორც ეშმაკს, თუმცა ვასაძე, რომელმაც, სხვათა შორის, კაპიტალი რუსეთში მოღვაწეობით დააგროვა, არასოდეს აღნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამ ქვეყანამ თავის დროზე, მინიმუმ, გეორგევსკის ტრაქტატის პუნქტები დაარღვია. აქვე, უნდა გავიხსენოთ, რომ ვასაძეს მაღალფარდოვანი საუაბრი სჩვევიათ. ასე, მაგალითად, ამას წინათ, მან განაცხადა, რომ „ლიბერი იყო რომაული პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუღმერთი“, ანუ ამ გაუგებარი ფრაზით ვასაძე შეეცადა, რომ მოსახლეობის რაღაც ფენაზე ზეგავლენა მოეხდინა.
სხვათა შორის, „ნიუპოსტთან“ საუბრისას ერთ-ერთი ფარული წყარო ერთ ძველ ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თავის დროზე რუსული უშიშროება უშვებდა ალბათობას, რომ ვასაძე საქართველოს ხელისუფლებაში მოსულიყო და მას პრემიერის პოსტი დაეკავებინა. ეს საკითხი, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, აქტუალური 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ყოფილა, თუმცა ბოლო წუთს ამ სცენარის რეალიზება დღის წესრიიგიდან მოხსნილა.
ისე, შეიძლება, ცუდია, მაგრამ ბოლო კვლევებით ნათელი ხდება, რომ ჰიბრიდული ომის ზემოხსენებული და ასევე, სხვა მეთოდები მიზანს ამართლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობები თვალშისაცემად გაზრდილია, მაგრამ ამის მიუხედავად, მიზანი ჯერ მიღწეული მაინც არ არის, ესე იგი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ფიქრობს, რომ საქართველოს თავისი თვითმყოფადობის შენარჩნება მხოლოდ რუსეთის ხელშეწყობით შეუძლია.
„უშიშროება სწორედ ამ განწყობის შეცვლას შეეცდება და საამისოდ გამოიყენებს თუნდაც ისეთ მეთოდს, როგორიც ჭორია. ადრე ჭორი სხვანაირად ვრცელდებოდა, ახლა კი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის იდეალური საშუალება არის სოციალური ქსელი. მე რამდენადაც ვიცი, უშიშროებას ისეთი ხალხიც ჰყავს, რომელსაც სოცქსელში ჭორის გავრცელების მეტი არაფერი ევალება და ამ საქმეში ანაზღაურებასაც იღებს,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელიც აქვე, გამოთქვამს გონივრულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ე.წ. ლგბტ თემის პერიოდულად გააქტიურების უკანაც შესაძლოა, სწორედ რუსული კვალი დავინახოთ.
„ახლა, ხელაღებით არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ იგივე 17 მაისის სკანდალი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა, მგონია, რომ უშიშროების ხელით იყო ინსპირირებული. ზოგადად, საბჭოთა სპეცსამსახური სექსუალურ უმცირესობას ყველაზე ხშირად და აქტიურად იყენებდა. ამ მეთოდზე არც რუსული და ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის უშიშროება ამბობს და ამის მთავარი მიზანი დასავლური და დემოკრატიული ღირებულებების გაუფასურებაა, ანუ ლიბერალიზმის მიზანმიმართული დისკრედიტაციით იმის პედალირება ხდება, რომ დასავლეთი ყველანაირი გარყვნილებისა და აღვიარხსნილობის ბუდეა, რაც რასაკვირველია, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, თუ დააკვირდებით, მათთის, ვინც კრემლის მიმართ სენტიმენტალური გრძნობებით გამოირჩევიან, სიძულვილის ენა არის დამახასითებელი. არ ვამბობ, რომ ყველა, ვინც ლიბერალიზმის წინააღმდეგია, რუსულ სპეცსამსახურებთან პირდაპირ კავშირზეა, მაგრამ მათ უშიშროება შეიძლება, ისე იყენებდეს, რომ თვითონ ამის შესახებ წარმოდგეანც არ ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენს სპეცსამსახურებს ამ კუთხითაც მართებთ პრევენციული მუშაობა,“ - ეუბნება „ნიუპოსტს“ წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ბოლო დროს ქართველი მებრძოლების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟიც რუსული ნარატივი იყოს.
ირაკლი ბიძინაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






