ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დილით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს. გვარამიამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ხერხს იყენებს, რათა მოსამართლეებს პროვოკაციები მოუწყოს:
„დიდ პალატაში 5 ხმა გადაწყვეტილების მისაღები სუს-მა ვერ შეკრიბა და ასევე ხელისუფლებასთან აფელირებულმა პირებმა თავისი დაპირებებით, 5 მოსამართლე ჯერჯერობით არ არსებობს, ყველანაირ ხერხს იყენებენ, რომ პროვოკაციები მოუწყონ მოსამართლეებს და ზემოქმედება იქონიონ, გაჩნდა თარიღი, 10 ან 15 თებერვალი, როცა უნდა გადაწყვეტილება გამოიტანონ და რუსთავი 2 წაიღონ. შემოთავაზებები ყველა მიმართულებით ისმის, ჩემი თანამშრომლების მიმართულებით, ჩემი მიმართულებით, რომ რუსთავი 2-ის პროცესები გაკოტრებისკენ უნდა წავიდეს,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






