"დანაშაულზე წასწრებული გარკვეულ კამპანიას აგორებენ"- მდინარაძე მოსამართლეებზე ზეწოლაში ენმ-ს ადამაშაულებს
პოლიტიკა - 18:00, 03 Feb, 2017     2305

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეების ზეწოლაზე და მათ განცხადებაზე საუბრობენ მმართველი პარტიის წევრები. ისინი აცხადებენ, რომ ეს პროცესები მართული არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.

“დანაშაულზე წასწრებული გარკვეულ კამპანიას აგორებენ ახალს. ვიღაც მოსამართლესთან აღმოჩნდა ქეში 6 მილიონი, რომელიც დაახლოებით 100-ზე მეტი წლის ხელფასი შეადგენს და ჩვენ გვახსოვს ფარული ჩანაწერები, რომლებიც ამისკენ მიუთითებენ. ასევე გვაქვს პროკურატურის განცხადება დღევანდელი, სადაც მოსამართლეები მიუთითებენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო გარკვეული მესიჯები. ყველაფერი ეს ბადებს ეჭვს და უტყუარად დასტურდება, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულებთან“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია ქართული ოცნების წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, გამოქვეყნებული დოკუმენტის შესწავლა აუცილებელია.

“ასეთი მიმოწერა ჩვენ გვინახავს ბევრი და ღია ტექსტით თუნდაც რუსთავი 2-ში გასული ინტერვიუ სააკაშვილის და ავთენტურობა დადასტურებული მისი მოლაპარაკებების, იგივე გვარამიასთან. ეს არის კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა და რომლის შესწავლა აუცილებელია, ვინაიდან ეს უკვე სერიოზულად ეხება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს“ - აღნიშნა ვოსლკიმ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის თქმით, ნებისმიერი ზეწოლა არის დასაგმობი და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ნებისმიერი ზეწოლის ფაქტით და შესაბამისი ზომები მიიღოს.

წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42