საგარეო უწყებაში ტურისტულ და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 18:02, 03 Feb, 2017     1543
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში მოქმედი ტურისტული ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული შეხვედრის მთავარი თემა უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები იყო.

შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობდა, კომპანიების წარმომადგენლებს ის რეგულაციები გააცნეს, რომელთა დაცვაც, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდება.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ისრაელთან და ყველა იმ სახელმწიფოსთან მიმოსვლის რეგულაციებსა და წესებს, რომლებში გადაადგილებაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ტურისტული კომპანიებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენასა და უკანონო მიგრაციის დინამიკის შემცირებას.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42