"თუ ასეთი ფორმატი არ მოსწონთ, მაშინ გვითხრან სხვა ტიპის ფორმატი და მზად ვართ მივიღოთ"- ჩიხრაძე უმრავლესობაზე
პოლიტიკა - 16:58, 03 Feb, 2017     1023
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ოფიციალური წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა უშედეგოდ. არც ვეტოს დადებამდე და არც შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს ის ოფიციალური წერილები წარუდგინა, რომლითაც პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს წინასწარ კონსულტაციებზე იწვევდა.

„ვეტო პრეზიდენტის უფლებების კონსტიტუციური ნაწილია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის ასეთი უცნაური დამოკიდებულება.

ვეტო არ ემსახურება არავისთან დაპირისპირებას. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტების მიღება ძალიან მოკლე დროში მოხდა. ჩვენი პოზიციაა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მსჯელობას, გავითვალისწინოთ, რაც გასათვალისწინებელია, გავასწოროთ ის ხარვეზები, რომელიც არის, რადგან ეს რეფორმა უმნიშვნელოვანესია ქართული სახელმწიფოსათვის.

ყველა ეს რეკომენდაცია, რომლის თაობაზეც დაიწერა ვეტო, ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს და ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მათი მხრიდან, რომ ვენეციის კომისიის პოზიციების მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, თურმე არც ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

ასე რომ, ძალიან კომპლექსურია ეს საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუგებარია მართლაც უმრავლესობის მხრიდან ასეთ თემებზე, ასეთი უცნაური დამოკიდებულება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძემ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც უპასუხა, რომლებიც პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ.

"თუ ასეთი ფორმატი არ მოსწონთ, მაშინ გვითხრან რაიმე სხვა ტიპის ფორმატი და მზად ვართ მივიღოთ და გავითვალისწინოთ.

ამგვარ შეთავაზებაზე თავის დროზე წამოვიდა იუსტიციის სამინისტრო და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰქონდა მათთან შეხვედრა. მაგრამ პარლამენტის ხელმძღვანელობამ და უმრავლესობამ, რატომღაც არ ჩათვალა საჭიროდ, არც ვეტოს დადებამდე და არც ვეტოს შემდეგ, რომ კონსულტაციებში მონაწილეობა მიეღო.

პირადადაც მქონდა გუშინ კომუნიკაცია რამდენიმე ადამიანთან, რაღაც უხერხული კომენტარებია, რომ აი რაღაც "არ მცალია", "ვერ მოვიცლი", მაგრამ ვიღაც აპირებდა მოსვლას, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასეთი ერთიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რაც მე ვფიქრობ პროცესს აზიანებს ძალიან.

ჩვენ შეგვეძლო უკეთესი რამ გაგვეკეთებინა, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო და უფრო გაძლიერებული მოსამართლეები მიგვეღო, თუ ამ შენიშვნებს გავითვალისწინებდით", აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42