"მოსამართლეებს შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან მიუვიდათ"- ლევან მურუსიძე
პოლიტიკა - 15:15, 03 Feb, 2017     3500
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს - ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან მიუვიდათ.
აღნიშნული განცხადება მურუსიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ლევან მურუსიძე არ აკონკრეტებს, ვინ არის ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირი, რომელმაც მოსამართლეებს ზეწოლის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა.
მისი თქმით, ავთენტურობას პროკურატურა დაადგენს.

„სამწუხაროა, ჩემთვის ფაქტობრივად ახლა გახდა ცნობილი რეალურად რა შემთხვევას ჰქონდა ადგილი. არც მოსამართლეებს არ მოუმართავს ჩემთვის ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაზეც შემიძლია გითხრათ, რომ საუბარია ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მაღალჩინოსნის სახელით მოუვიდათ აღნიშნულ მოსამართლეებს წერილები, ასევე იყო სატელეფონო შეტყობინება, რომელიც ამ მოსამართლეების მიერ მიტანილი იქნა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელთან და გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული ფაქტის გახმაურებამდე სცოდნოდა ინფორმაცია მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ.

„ქალბატონი ნინო რასაც ჩათვლის საჭიროდ, თავის პოზიციას თვითონ გაახმოვანებს. თუ დადგინდება, რომ ის რეალური წერილი არის ავთენტური და რეალურად ის პიროვნება, ვისზეც ამ წერილში არის მითითებული, ამ მოსამართლეებზე ახდენს ზეწოლას, ეს არის ძალიან ცუდი,“ - აცხადებს მურუსიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42