ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დიერექტორმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა. აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საუბრისას აფასებს გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია.
დავითაიას თქმით, მომხდარი ხელს უშლის საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას და ამის საწინააღმდეგოდ ბრძოლისათვის საჭიროა შესაბამისი საკოორდინაციო შტაბის შექმნა:
„ჩვენ ვხედავთ, რომ გრძელდება ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან რუსთავი 2-ზე. ეს არც სამართლებრივი პროცესია, არც სასამართლო პროცესია, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლის უკანაც დგას სახელმწიფო. რელურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა აჩვენეს, რომ მათზე ხორციელდება ზეწოლა, უზენაესი სასამართლოს ტავმჯდომარეს თუ ოდნავ სინდისი დარცენილი აქვს, მან ან უნდა დაიცვას თავისი მოსამართლეები, ან უნდა დატოვოს თანამდებობას, ეს არის სამარცხვინო, რაც ხდება.
რაც შეეხება სუს-ის მონაწილეობას. რა თქმა უნდა სუს-ის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, გომელაური ჩათვლით უნდა დადგეს, რეალურად ჩვენ ვხედავთ იმას, რომ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში უსაფრთხოების სამსახური ერევა. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მკაცრი მოქმედებები ამ მიმართულებით, იმ თანამშრომლების გვარები, რომლებიც ზეწოლაში იღებდნენ მონაწილეობას, უნდა გასაჯაროვდეს და მოსამართლეებმა უნდა თქვან ეს ყველაფერი. იმის გამო, რომ მომავალში ამის გაკეთების სურვილი ვინმეს აღარ ჰქონდეს და აუცილებლად ამ თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ორი აზრი არ არის იმაზე, რომ დადგება ხელისუფლების ცვლილების დროს, მაგრამ ახლა რომ უნდა დადგეს თუ პროკურატურას აქვს ამის კეთილი ნება, მათ შეუძლიათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განცხადების საფუძველზე დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება.
ფაქტი ერთია, რეალურად ეს არის პოლიტიკური პროცესი, ხაზი მინდა გავუსვა, რადგან აქ გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, რადგან სუს-იც და სასამართლოც ივანიშვილის ჯიბის ორგანოები არიან. ვფიქრობ,რ ომ შეიკრას საკოორდინაციო შტაბი, არ ვიცი რა ეწოდება ამს, ოპოზიციური გაერთიანება, ოპოზიციური პარტიები, არასამტავრობო ორგანოები, საზოგადოების აქტიური წევრები და ეს შტაბი იყოს მობილიზებული არა რუსთავი 2-ის დასაცავად, არამედ საქართველოს ევროპული გზის დასაცავად. რუსთავი 2-ის დახურვა ასეთი მეთოდებით, ქმედებებით ხელს შეუძლი ჩვენს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, ხელს შეუშლის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






