„სასამართლო 26 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ მასალების არქონის გამო 3 თებერვალს გადაიტანეს, თუმცა უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებით ცერცვაძე 26 იანვარს გაათავისუფლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს გამართვის აუცილებლობა აღარ არის. ამიტომ ჩვენ აპელაცია უკან გავიწვიეთ. ახლა საექსტრადიციო შემოწმება მიმდინარეობს, რომელსაც 40 დღე დასჭირდება, ამ ხნის განმავლობაში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის პროკურატურისგან უნდა მიიღოს ამ ადამიანის გადაცემასთან დაკავშირებით მოთხოვნა და დოკუმენტთა სრული პაკეტი, რომელიც დანაშაულს დაადასტურებს. ყველა ეს დოკუმენტი უკრაინამ უნდა გადაამოწმოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ამ პერიოდს ვიყენებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ პროკურატურა, რომ არ არსებობს გადაცემის აუცილებლობა.“- განაცხადა ქსენია პროკონოვამ. ადვოკატი იმედოვნებს, რომ უკრაინის პროკურატურა ცერცვაძის გადაცემაზე უარს იტყვის.
მასალის გამოყენების პირობები






