"ენმ"-ს წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 14:05, 03 Feb, 2017     1110
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ნიკა მელია, ზაზა ბიბილაშვილი, სალომე სამადაშვილი და ირაკლი ქავთარაძე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითად თემას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა. მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეების განცხადებაზე, რომ მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

„ჩვენ ვისაუბრეთ რუსთავი 2- თან დაკავშირებით გუშინ მომხდარ შემთხვევაზე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ სუსი, რომელსაც ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, თავისუფალ მედიაზე ბრძოლის იარაღია. მათ ყურადღებით მოისმინეს ყველა დეტალი და ტელეკომპანიას ჩართულობის თვალსაზრისით დახმარება აღუთქვეს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ბუნებრივია ვისაუბრეთ შიდა პარტიულ საკითხებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესისი შეცვლას გულისხმობს. „

პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით კი, პარტიის წარმომადგენლებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერისთვის ელჩებს მადლობა გადაუხადეს.

„რუსთავი 2“-ის საკითხი იყო ერთ-ერთი ცენტრალური თემა. ჩვენ გავაცანით ის პრობლემატიკა, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამ დღემდეც ვეუბნებოდით, რომ მას შემდეგ, რაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება, „რუსთავი 2“-ის მიმართ რისკები მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა გამოიყენონ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ „რუსთავი 2“ დავიცვათ“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დგას.

„საერთაშორისო თანამეგობრობას კარგად ესმის, რომ დღეს ამ ქვეყნის დემოკრატიის მომავალი სწორედ ენმ-ის მომავალზე გადის“ - აღნიშნა სამადაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პოლონეთის ელჩის მრჩეველი, საფრანგეთის ელჩი, ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, იტალიის ელჩი, ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, ლატვიის ელჩის მოადგილე, ლიტვის ელჩი, ნატო-ს ელჩის მოადგილე, რუმინეთის ელჩის მოადგილე, ბულგარეთის ელჩი, უნგრეთის ელჩის მოადგილე, ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელი, შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი, ესტონეთის ელჩის კონსული-მრჩეველი, IRI - ს ოფისის ხელმძღვანელი, NDI-ს საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42