„დღეს უკვე ვიმყოფებით მიჯნაზე, როცა საზოგადოებამ აქტიური პროტესტი უნდა გამოხატოს“ - ქარდავა მოსამართლეთა ზეწოლაზე
პოლიტიკა - 13:29, 03 Feb, 2017     1637

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დიერექტორმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა. აღნიშნულს „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ეხმაურება.

ქარდავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მოიხსნა ის ნიღაბი, რაც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლის განმავლობაში ეკეთა. იგი ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა მას შემდეგ, რაც პროკურატურაში საქმე აღძრა:

„საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ მოიხსნა ნიღაბი და გამოვიდა იმ საფარველიდან, რომელშიც იგი რუსთავი 2-თან მიმდინარე ბრძოლის განმავლობაში იმყოფებოდა, მართალია მთელი საზოგადოებისთვის, დასავლური მედიისთვის და ჩვენი მეგობრებისთვის დასავლეთში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველასთვის ცნობილი იყო თუ ვის ინტერესებში შედიოდა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ დღეისათვის ხელისუფლება უკვე შენიღბვასაც არ ცდილობს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ძალიან გაუჭირდა და იძულებულია, რომ გამოვიდეს იმ ფარული პოზიდან, რომელშიც აქამდე იმყოფებოდა.

ამ პროცესში ხელისუფლება მეტნაკლებად ახერხებდა სასამართლოს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას და სასამართლო ფაქტობრივად ჩართული იყო ხელისუფლების მხარეზე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პროცესში. ვგულისხმობ, როგორც პირველ ინსტანციას, ასევე თბილისის საოლქო, სააპელაციო სასამართლოს და ასე შემდეგ. უზენაესში ხელისუფლება პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და ხელგაშლით უნდა აღვნიშნოთ იმ ადამიანების გმირობის ტოლფასი ქმედება, ერთია პროფესიონალიზმი და მორალური საკითხი რაც მათ გამოავლინეს ამ საქმეში, როდესაც არ გატყდნენ და არ დაემროჩილნენ ხელისუფლებას, მეორე, მოგვცეს საშუალება ქართულ საზოაგდეობას დაენახა რაზე იყო ხელისუფლება წამსვლელი. ხელისუფლებამ მაშინ, როდესაც დაინახა, ამ ადმიანებზე რიგითი ზეწოლა ვერ გაიტანდა თავისას, მათ ჩადეს პროკურატურაში საქმის აღძვრა და ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ“, - აცხადებს ქარდავა,

იგი ასევე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა კარგავს თავისუფალ მედიას. საზოაგდოებამ კი აღნიშნულის წინააღმდეგ ხმა უნდა ამოიღოს. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მისი პოზიცია ამ შემთხვევაში არა დიპლომატიური, არამედ აბსოლუტურად რადიკალური და მკაფიო უნდა იყოს:

„დღეისათვის ჩვენ ვართ იმ საფრთხის წინაშე, როდესაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა კარგავს თავისუფალ მედიას და რჩება სასამართლოს გარეშე. მართალია დიდი იმედები სასამართლოსთან მიმართებით არც ადრე გვქონია, მაგრამ ხელისუფლების ქმედება, როდესაც ასეთ უხეშ ფორმას იღებს, მიანიშნებს იმაზე, რომ არ გვყავს სასამართლო, რაც საერთო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევას იწვევს და შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ სახელმწიფოს პრობლემა შეექმნება.

ეს რა თქმა უნდა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება. სამწუხარო ის არის, რომ ეს შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ამ ხელისუფკლების, არამედ ზოგადად ქართული სახლემწიფოს პრობლემა. დღეს ვიმყოფებით იმ ზღვარზე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ საკმაოდ აქტიურად უნდა ამოიღოს ხმა და გამოხატოს პროტესტი, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს საშალება, ეს პერმანენტული შეცდომები, რასაც ამ ხნის განმავლობაში უშვებს, არ გაგრძელდეს, აშკარაა, რომ ვხედავთ ერთ სურათს, ხელისუფლება რაც დრო გადის, მით უფრო უხეშ შეცდომებს უშვებს, ეს საბოლოო ჯამში ღრმა კრიზისში შეიყვანს ქვეყანას. დროა პოლიტიკური სპექტრი, არასამათვარობო ორგანიზაციები, მედია ზოგადად, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია უნდ აიყოს არა დიპლომატიური, არამედ აბსოლუტურად რადიკალური და მკაფიო. პირველ რიგში ქართულმა საზოაგდოებამ ხმა უნდა აიმაღლოს იმის წინააღმდეგ, რაც ხდება დღეს ქვეყანაში“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42