„ვთხოვ, ყველამ გაითვალისწინოს, სეპარატული მოლაპარაკება ჩემთან, არის აბსოლუტურად განწირული, მე არ შევდივარ მოლაპარაკებებში როდესაც ვარ აბსოლუტურად მართალი და მეორე მხარე ცდილობს ჩემს დაჩაგვრას, ჩემს და ჩემს უკან მდგომი ათასობით თანამშრომლის და მათ უკან მდგომი ასიათასობით მაყურებლის დაჩაგვრას. ეს არაერთხელ დავადასტურე ჩემი ქმედებებით და ამგვარი მოლაპარაკებები არის უმიზნო. მათ შორის მივმართავ ჩემს მეგობრებს“- განაცხადა ნიკა გვარამიამ , თუმცა არ დააკონკრეტა იმ ადამიანების ვინაობა, ვინც მასთან მოლაპარაკებას ცდილობდა.
„უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სელექცია სუს-ის მიერ ხდება . მივმართავ უზენაეს სასამართლოს მიიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება, თქვენს რიგებში უკვე არიან ადამიანები, რომლებმაც გაბედეს და დაუპირისპირდნენ სისტემას. გაბედეთ თქვენც, გადაარჩინეთ ქვეყანაც და საკუთარი თავიც. მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლია ჩვენი ქვეყანა წაიყვანონ წინ და არა ისეთ მედროვეენს, როგორებიც იყვნენ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები, როგორებიც სამწუხაროდ არიან უზენაეს სასამართლოშიც და როგორებიც ამ სამქესთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა , ჩემი მეგობრების რიგებშიც“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






