"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა უაღრესად საგანგაშო ფაქტის შესახებ, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლას. რუსთავი 2 - ის საქმის განხილვის პირველივე წუთებიდან რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ხელისუფლების ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ამას ადასტურებდა ის ინფორმაციები, რომელიც ვიცოდით ურთმელიძის დედის თაობაზე, შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევის თაობაზე, ამას ადასტურებდა პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოში და ის განცხადებები რომელიც საკონსტიტუციო მოსამართლეებმა გააკეთეს მათზე არსებული ზეწოლის შესახებ, რომ მომხდარიყო რუსთავი 2 -ს სარჩელის გაჭიანურება, მაგრამ დღეს საზოგადოებამ პირველად გაიგო, პირდაპირ უშუალოდ საქმის განმხილველი მოსამართლეებისგან დადასტურებული ფორმით მათზე წარმოებული ზეწოლის შესახებ. ეს არის უაღრესად საგანგაშო ფაქტი და ეს არის ფაქტი, რომელიც უკავშირდება საქართველოში ორ ფუნდამენტურ ღირებულებებს: მედიის თავისუფლებას და სასამართლოს თავისუფლებას.
ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, მაგრამ თუ საქართველოში არ იქნება უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და სასამართლოს თავისუფლება ნამდვილად გვერდზე დაგვრჩება ვიზებიც, ევროპას და საერთოდ ნორმალური განვითარებაც, ამიტომ ეს არის ის საკითხი, რომელსაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და არამხოლოდ ერთი რომელიმე ტელეკომპანიის და ერთი რომელიმე მოსამართლისთვის"- აღნიშნა დავით ბაქრაძე.
საპარლამენტო უმცირესობა „რუსთავი2“-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
"ჩვენი მოთხოვნაა მოხდეს საქმის სრულფასოვანი გამოძიება, საზოგადოებითვის გასაგები და გამჭვირვალე გზით და არა ისე, როგორც ეს ხდებოდა წინა შემთხვევაში პროკურატურის მიერ. და არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის როგორ გაგრძელდა და დასრულდა წინა შემთხვევებში მიმდინარე გამოძიებები. ჩვენი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნების: პირველი - მივმართავთ პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის გარანტია ჩაერთოს აღნიშნულ საქმეში და თვალ ყური ადევნოს მიმდინარე გამოძიების პროცესს. ჩვენ როგორც საპარლამენტო უმცირესობა და ეს არის ჩვენი მეორე პუნქტი, აუცილებლად შევხვდებით საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს საქმის კურსში ჩავაყენებთ მათ და ვთხოვთ ბოლომდე მიადევნო თვალ ყური ამ საქმეს. ჩვენ მოვუწოდებთ არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას გვერდზე გადავდოთ ყოველგვარი შიდაპარტიული განსხვავება და ამ ფუნდამენტური თემის ირგვლივ ვითანამშრომლოთ იმისთვის რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია და ეს საკითხი მთლიანად იქნას გამოძიებული. ბოლოს, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ჩვენ ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებაში ჩართული იყოს პარლამენტი, პარლამენტს მიეწოდებოდეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და სწორედ ამიტომ ახლო მომავალში დავაყენებთ საკითხს შესაბამისი საპარლამენტო კომისიის ინიცირების შესახებ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საქმის მიჩუმათების და ჩაფარცხვის საშუალება არ მივცეთ პროკურატურას საშუალება ამ საქმეზე რეაგირება არ მოხდეს, რადგან ეს ყველაფერი ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების მომავალს.
მასალის გამოყენების პირობები






