"სასამართლოს მოსამართლეები ამხელენ სისტემას შიგნიდან და ღიად აცხადებენ მათზე მიმდინარე უხეშ ზეწოლაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამას აკეთებს საქმის განმხილველი მოსამართლე. როდესაც მოსმართლესთან აკრძალურლი კომუნიკაცია მიმდინარეობს, ეს ჯდება არა სისხლის სამართლის არამედ აკრძალული კომუნიკაციების კანონმდებლობის მოთხოვნებში, კომუნიკაციის შესახებ კანონი არეგულირებს ამას, ხდება იუსტიციის საბჭოსთვის მიმართვა და ჯარიმდება კომუნიკატორი. მაგრამ როგორც ჩანს ეს არაა უბრალოდ უკანონო კომუნიკაციის შემთხვევა, ეს არის შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ ეს არის იმგვარი ზეწოლა, რომელიც სისხლის სამართლის ნორმებით უნდა დაკვალიფიცირდეს, კერძოდ ესაა მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც შეიძლება მოიცავდეს არა უბრალოდ მათთან კომუნიკაციას, არამედ სხვადასხვა ტიპის უხეშ ზეწოლას. ჩვენ აბსოლუტურად შეგნებულად არ გავაკეთეთ განცხადება, ვიდრე არ დასრულდებოდა ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რადგან ვიცით, რომ ევროპარლამენტი ძალიან სენსიტიურია მედიის და სასამართლოს თავისუფლების მიმართ, ეს ჩვენი სრულიად შეგნებული პოზცია იყო.
გვაქვს შეკითხვა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან, რატომ არ მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროება. კითხვა რიტორიკულია, რადგან ვიცით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არაა მოსამართლეების მოკავშირე, არამედ არის სახელმწიფოს მოკავშირე მოსამართლეების წინააღმდეგ. მან პროკურატურაშ გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან მოსამართლეებზე დაიწყო ზეწოლა, რომ მათ შეეცვალა ამ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები და ზეწოლასთან დაკავშირებით დაესახელებინა არა ხელისუფლება არამედ ჩვენი მხარე, ან ის ადამიანები ვინც მეტ-ნაკლებად აფელირდებიან ჩვენთან, მაგალითად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები. ეს არის სრულიად გაუგონარი ქმედება, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ასევე გენერალური პროკურორის მხრიდან და მათ დაკარგეს უფლება დაიკავონ უმაღლესი თანამდებობები. ეს რომ ასე იყო დასტურდება იმითაც, რომ რმას შემდეგ არც მიზანი მიღწეული ვერ იქნა სუს-მა თავისი ბინძური მეთოდებით, ბედუკაძის სააგენტოს და ტელეკომპანია იმედით დაიწყეს მოსამართლეებზე ზემოქმედება შავი პიარის აგორებით."- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






