საერთო სასამართლოების საკანონმდებლო პაკეტი - საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს
პოლიტიკა - 11:12, 03 Feb, 2017     1371
საქართველოს პრეზიდენტი საერთო სასამართლოების საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შემუშავებულ მოტივირებულ შენიშვნებზე, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს, ვიცე სპიკერებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იწვევს.


ქვეყნის პირველი პირი მოწვეულ სტუმრებს თავად გააცნობს საკუთარ შეხედულებებს სასამართლო რეფორმაზე.

"პრეზიდენტის დავალებით ვითხოვდით შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა არ შედგა," - აცხადებს ანა დოლიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ თემაზე უკვე ცნობილია. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ისინი პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისვლას არ აპირებენ.

„ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო, რომ ვინმეს აღქმაში ვეტო არის პიარის ან პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე მისვლას არ ვაპირებთ შეგნებულად. გამომდინარე იქედან რომ კონსულტაციების შესაძლებლობა იყო. ქალბატონი ანა დოლიძე იყო მოსული და დაწვრილებით ავუხსენით ის მიზეზები, რის გამოც შეიძლება ჩვენ ვეტო დავძლიოთ. არ არსებობს მსგავსი ფორმატი, როდესაც პრეზიდენტი იბარებს ფრაქციის თავმჯდომარეებს, ვიცე- სპიკერებს, ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა, სამართლებრივ სივრცეში ასეთი ფორმატი არ არსებობს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გია ვოლსკი, პრეზიდენტის შეთავაზებას საკვირველს უწოდებს.

"საკვირველი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ ასეთი კონსულტაციების საშუალება უკვე გვქონდა, სანამ ვეტოს დაადებდნენ. ვეტოს დადების შემდეგ ამ საკითხის განხილვა გარკვეულ გაუგებრობას იწვევს"- აღნიშნა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, არ მივიდეს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებად აფასებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

„ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, ეს არის სახელმწიფოებრიობისადმი უპატივცემულობა. ყველა ფორმა პოლიტიკური ცხოვრების არის მისაღები და ერთ-ერთი ასეთ ფორმა არის პრეზიდენტთან კანონიერი, ნორმალური ურთიერთობის დამყარება,“ - აცხადებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსაც იზიარებენ.

"პრეზიდენტის ვეტოში ასახული შენიშვნები დიდწილად ემთხვევა ჩვენი ფრაქციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას აღნიშნული კანონის მიმართ. რაც შეეხება უმრავლესობის მიდგომას, მათ შეეძლოთ იმთავითვე ასეთი ფორმით მიეღო ეს კანონი, დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა"- აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე თვლის, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები სიღრმისეულად უნდა იქნას განხილული.

"პარლამენტმა უნდა იმსჯელოს იმაზე, რომ ეს შენიშვნები გაითვალისწინოს. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ რეფორმა არ შეფერხდეს"- განაცხადა ბენიძემ.

ცნობისთვის, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაუგზავნა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს 24 იანვარს დაუბრუნა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42