"ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ევროკავშირში თავისუფალი სავიზო რეჟიმის მისაღებად" - მღებრიშვილი
პოლიტიკა - 10:30, 03 Feb, 2017     1135
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მხარდაჭერას გამოეხმაურა:

„ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში თავისუფალი სავიზო რეჟიმის მისაღებად ყველა პირობა პირნათლად და ამომწურავად შეესრულებინა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, მათ შორის, ჩვენი უწყება, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი წილი მოდიოდა: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

საქართველოს ევროპული გზა - ესაა ჩვენი არჩევანი, ეს არის შეუქცევადი პროცესი. ხოლო ვიზალიბერალიზაციის მიღება - ძალიან წარმატებული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ!“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42