როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გააცნონ ის შეხედულებები, რომელიც მნიშნელოვანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისათვის.
,,საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს პარლამენტში წარმოდგენილი ფრაქციების ლიდერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პრეზიდენტი გაააცნობს იმ მოტივირებულ შენიშვნებს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენ გავმართეთ შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პრეზიდენტის დავალებით ვითხოვდით შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან და სამწუხაროდ ეს შეხვედრები არ შედგა. პრეზიდენტის ინიციატივით შედგება შეხვედრა კონკრეტულად იმისათვის, რომ გააცნოს შეხედულებების სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ამ სახელისუფლო შტოს სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






