ევროპარლამენტის პლენარულ კენჭისყრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ,,ევროპის სახალხო პარტიაში” (EPP ) ჰყავდა - 187 ხმა. მათგან მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი. მხარდამჭერთა შრის იყვნენ „სოციალ-დემოკრატების" – 163 ხმა და „ლიბერალთა ალიანსი" (ALDE) - 62.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, 66 მოწინააღმდეგიდან უმეტესობა 31 დეპუტატი EFDD-ის წევრია, (Europe of Freedom and Direct Democracy), 24 დეპუტატი - ENF-ის (Europe of Nations and Freedom), წევრი, ხოლო 7 - NI-ის (Non-Inscrits).
მოწინააღმდეგეთა რიგებში აღმოჩნდნენ, ECR-ის (European Conservatives and Reformists) და GUE/NGL-სგან (European United Left–Nordic Green Left).
24-მა დეპუტატმა თავი შეიკავა და ისინი „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების" (ECR) წევრები არიან.
აღსანიშნავია ის, რომ EFDD-ის თავმჯდომარე ნაიჯელ ფარაჯია და ENF-ის თავმჯდომარე კი მარინ ლე პენია. ორივე მათგანი ევროსკეპტიკოსების რიგებს განეკუთვნებიან. სწორედ ნაიჯელ ფარაჯი იყო ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის აქტიური მხარდამჭერი.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიანიჭა. კენჭისყრის შედეგებია: 553 მომხრე, 66 წინააღმდეგი და 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.
იხილეთ კენჭისყრის სრული შედეგები
მასალის გამოყენების პირობები






