"ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით დიდ ევროპულ ოჯახს" - "ქართული ოცნება" ვიზალიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 18:56, 02 Feb, 2017     1371
ვიზალიბერალიზაციის მონიჭებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - ევროპარლამენტმა ხმა მისცა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას. ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩვენს ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ევროპელი პარტნიორების დღევანდელმა გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით დიდ ევროპულ ოჯახს. ეს არის უდიდესი წინსვლა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპარლამენტმა მრავალპარტიულ ფორმატში დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ვინც დღეს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.

ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომლებიც ჩვენ ევროპარლამენტისგან მივიღეთ გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გამო. ეს გვაძლევს ძალიან დიდ სტიმულს, რათა წარმატებით გავაგრძელოთ მუშაობა ევროინტეგრაციის კუთხით.

ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და აქედან გამომდინარე ყველა სიკეთით ისარგებლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები.

მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში.

ჩვენ კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის კუთხით, წარმატებით უნდა დავნერგოთ ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს.

დარწმუნებული ვართ, რომ ამ გზას ხელისუფლება, პოლიტიკური ძალები, მთელი საზოგადოება წარმატებით გავივლით და დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გავხდებით”- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42