დავითაია ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში ბრუნდება.
"ეს არის საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ამ ოჯახის წევრი ვიყავით და ევროპელებთან ერთად ვიბრძოდით. დღეს საუბარი, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ არასწორია - ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს ოჯახში, ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი ურთიერთობებში, სადაც არ იქნება ბარიერები. ეს არის პროცესი, რომლის უკან, ჩრდილოეთისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. აქიდან გამომდინარე, ეს ქართველი ერის წარმატებაა"- აღნიშნა პაატა დავითაიამ.
,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრის შეფასებით, თავის დროზე ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი იყო.
"მინდა ხაზი გაუსვა იმ პროცესს, რომელიც ამ მიმართულებით თავის დროზე დაიწყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს პროცესი დროში გაიწელა, მაგრამ მთავარია დღეს შედეგი მიღწეულია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს შედეგი საბოლოო არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ევროკავშირში შესასვლელად, ეს კი ნიშნავს ნორმალურ საარჩევნო კოდექსს, ადამიანის უფლებებს, მედიათავისუფლებას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, გამოცდები ჯერ კიდევ წინ გველის. სამწუხაროდ დღეს ამ მიმართულებით მოვიკოჭლებთ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ჩავარდნაც გამოსწორდება, რომ ძალიან სწრაფ რეჟიმში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ"- უთხრა "ნიუპოსტს" "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






