ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიოზაცია მიანიჭა. აღნიშნულს ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოშ იანოშ ჰერმანი.
მისი განცხადებით, საქართველომ მიაღწია ვიზალიბერალიზაციას და ეს უნდა შეინარჩუნოს, პროცესებს კი აქტიურად დააკვირდებიან:
„ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ დიდი პატივია პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, ეს არის საქართველოს მიერ წლების მანძილზე გაწეული სამუშაოს შედეგი. ახლა კიდევ მორიგი ნაბიჯია გადასადგმელი, რადგან წევრმა ქვეყნებმაც საბჭოში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩება გადასადგმელი. იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე მოხდება, ვიზალიბერალიზაციის პროცესს პირადად ვაკვირდებოდი ბოლო ორი წლის განმავლობაში და ვიცი რამდენი რამე გაკეთდა.
ვიზალიბერალიზაციასთან ერთად სხვა გადაწყვეტილებაც დამტკიცდება და ის არის შეჩერების მექანიზმი, ეს არ ხდება საქართველოს გამო, არამედ სხვადასხვა ფაქტორის გამო, ეს ნიშნავს, რომ იქნება ცხადი მონიტორინგი, ასრულებენ თუ არა ქვეყნები, რომელბსაც უვიზო რეჟიმი აქვთ პირობებს, პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რადგან ქვეყანამ ამ დონეს მიაღწია, ის უნდა შეინარჩუნოს, ჩვენ ამას რა თქმა უნდა დავაკვირდებით, ეს იქება ამოცანა საქართველოს ხელისუფლებისთვის. თუმცა, ვფიქრობ ეს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მასალის გამოყენების პირობები






