მისივე თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და სიგნალი ევროკავშირის მხრიდან. „ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის ერთსულოვანი, დადებითი და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აქვს ძალიან მტკიცე და შეუვალი არჩევანი ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით და ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ის საშინაო დავალება, სამოქმედო გეგმა და რეფორმები, რომელმაც განაპირობა დღეს, სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ დღეიდან ევროპა აღარ იქნება მხოლოდ დიპლომატების და მთავრობის წევრების. „შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან ევროპა გადადის უბრალო ადამიანების გულებში. უბრალო ადამიანები შედიან ევროპულ ოჯახში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირიდან“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მიიღო და წარმატებით სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა. „ეს პროცესში დაიწყო სამი საუკუნი წინ, როდესაც სულხან-საბა ორბელიანი პირველად ჩავიდა ევროპაში და პირველად ითხოვა ევროპის მხარდაჭერა საქართველოსთვის. ამ მისიის წარმატებით შესრულება კი, წილად ერგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებს, ელჩებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ „დღეს, საქართველო ასე ახლოს ყოფილიყო ამ გადაწყვეტილებასთან და იმ აქტთან, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია“. საპარლამენტო უმრავლესობი ლიდერმა განსაკუთრებული მადლობა საჯარო მოხელეებს გადაუხადა. „ასევე ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო თოთოეულ საჯარო მოხელეს, რომელთა შრომა, თავდადება იყო გადამწყვეტი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაში“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






