თემას მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩუგოშვილი უკვე გამოეხმაურა. მისი თქმით, არც ბლოკების და არც კოალიციების გაუქმება დღის წესრიგში არ დგას.
თუმცა მისივე განცხადებით, მმართველი ძალა ნამდვილად იმსჯელებს ბლოკების დაფინანსების მიმართულებით.
ვიცე-სპიკერის თვლით, საქართველოში მხოლოდ ფურცელზე არსებული პარტიები ერთიანდებიან ბლოკებად, რომ დაფინანსების კუთხით მანიპულაცია მოხდეს.
"კოალიციების შექმნაზე, არც ერთ ქვეყანაში შეზღუდვები არ არის და ვერც ჩვენს ქვეყანაში ვერ იქნება პრობლემა კოალიციის შექმნაზე. ერთადერთი, საუბარია იმაზე, რომ არსებული სისტემა იძლევა შესაძლებლობას, ხელოვნურად, მხოლოდ ფურცელზე დარეგისტრირებული პარტიებით, რომლებიც რეალურად პოლიტიკურ ძალებს არ წარმოადგენენ, გარკვეული მანიპულაციები მოხდეს საარჩევნო კანონმდებლობის და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის. ამ მანიპულაციების აღმოფხვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ, ჩვენ შედეგად ვიღებთ ფურცელზე რეგისტრირებულ უამრავ პარტიას რომლებიც ხშირ შემთხვევაში იღებენ დაფინანსებას"- თქვა ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






