ვიზიტის ფარგლებში ბატონი კურცი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველო- ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლს და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებს. საუბარი ასევე შეეხება ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი კურცი დაესწრება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ერგნეთში და ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას შავშვებში.
ბატონი კურცის ვიზიტი ეუთო-ს თავმჯდომარეობის დასაწყისში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ავსტრიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მასალის გამოყენების პირობები






