"ვულოცავთ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ დიდ წარმატებას" - თამარ ხულორდავა
პოლიტიკა - 16:58, 02 Feb, 2017     2463
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მხარდაჭერას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის, 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ დასკვნითი პროცედურების დასრულებისთანავე (ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ხელმოწერა და მინისტრთა საბჭოს დასტური) საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებას. აღნიშნული რეჟიმი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ვიზის გარეშე, მოკლე ვადით (90 დღით) გაემგზავრონ ევროპაში.

ვულოცავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ დიდ წარმატებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი უდიდესი შრომის, ძალისხმევისა და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების შედეგია.

ევროკავშირი მუდმივად ადასტურებს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ყველა სფეროში მდგრადი და ეფექტურია. (VLAP-ის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა ევროკავშირის 22 შემფასებელი მისია VLAP-ით განსაზღვრული 13 მიმართულებით და გამოქვეყნდა ევროკომისიის 4 შეფასებითი ანგარიში.) ეს შეფასებები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და სახელმწიფო ინსტიტუტებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს და უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესრულება უპირველეს ეროვნულ პრიორიტეტად აქციეს.

ჩვენ მართლაც რომ შთამბეჭდავ პროგრესს მივაღწიეთ ბევრი მიმართულებით. განხორციელდა რეფორმები საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს გასაუმჯობესებლად, გეგმით განსაზღვრულ სფეროებში ოთხი მიმართულებით განვითარდა ორგანიზაციული პრინციპები და შეიქმნა ახალი პროცედურები. მათ შორის, ქვეყანაში გავაუმჯობესეთ დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (ორგანიზებული დანაშაულის კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლებრივი თანამშრომლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა), ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციამ და უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების გატარებამ კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის თავისუფლების დაცვით მიმართულებით ახალი რეალობა შექმნა ქვეყანაში, რეალობა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას გზა გაუხსნა ევროპასთან და ევროპული სტანდარტების სარგებელს უზიარებს. ამ გზაზე თითოეული ღონისძიება ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობის გაზრდას ემსახურება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას რათა პარლამენტმა უკეთესად შეასრულოს თავისი მთავარი ინსტიტუციური როლი, როგორც ხიდმა ხალხსა და ხელისუფლებას შორის.

საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდით აღმასრულებელ ხელისუფლებას, ყველა სტრუქტურას, თითოეულ ადამიანს ვიზა ლიბერალიზაციის მისაღებად შესრულებული სამუშაოსთვის.

ასევე მადლობას ვუხდით ევროპელ კოლეგებს გაწეული დახმარებისთვის და საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოების სათანადოდ შეფასებისთვის.

დღევანდელი დღე არის ისტორიული, საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფსოვანი დაბრუნებისაკენ უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, ჩვენი თაობის მთავარი მიზანი, ქვეყნის ისტორიული განვითარების შედეგი, ჩვენი და ჩვენი შვილები ღირსეული მომავლის წინაპირობა”-აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42