„მინდა მივულოცო დღევანდელი დღე საქართველოს ყველა მოქალაქეს. დღეს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპარლამენტმა. საქართველო უბრუნდება თავის ისტორიულ ადგილს - ევროპულ ოჯახს და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წარმატებით დაგვირგვინდა ის პროცესი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ჯერ კიდევ 2006 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა იმისთვის, რომ დღეს მიგვეღო უვიზო მიმოსვლა ევროპასთან
მინდა ავღნიშნო, რომ როცა ეს პროცესი დავიწყეთ, ბევრი ადამიანი სრულიად სკეპტიკურად უყურებდა ამ პროცესს, არ სჯეროდა ამის რეალობად ქცევის, ისევე, როგორც დღეს ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ევროკავშირის სულუფლებიან წევრად ქცევას.
როდესაც არის ამის შესაბამისი პოლიტიკური ნება, არ არსებობს არცერთი ამოცანა, რომლის განხორციელებაც შეუძლებლია. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დროა ამბიციურად შეხედოთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და შექმნათ შეუქცევადი ევროპული მომავალი, თუ რა თქმა უნდა, მართლაც მხარს უჭერთ ევროინტეგრაციისკენ მიმართულ საგარეო კურსს.
ვფიქრობ, კონსტიტუციაში საგარეო მიმართულება უნდა დაფიქსირდეს და ჩვენ ერთ დღეს ვიზეიმებთ იმასაც, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“- განაცხადა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






