როგორც ჯანელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა სიკეთე, რომელიც ვიზალიბერალიზაციას და ევროპულ ოჯახს უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.
"დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ საფუძველს უდებთ პრაქტიკულ შედეგებს ჩვენი მოსახლეობისთვის, მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს ჩვენ ასოცირების შეთანხმების სრული ამოქმედება მივიღეთ. მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების. უვიზო მიმოსვლით ყველა ჩვენი ბიზნესმენი, მეწარმე უფრო მარტივად შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ევროპულ გამოფენებში, მოახდინოს ჩვენი პროდუქციის უფრო მარტივად გატანა ევროკავშირის ბაზრებზე, მოახდინოს მარტივად ბიზნეს კონტაქტების დამსახურება ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მარტივად მიიღონ მონაწილეობა ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ევროპის მასშტაბით იმართება. ეს ხელს შეუწყობს სამეცნიერო კავშირებს, თანამშრომლობას, ხალხთა შორის კონტაქტებს. ეს გადაწყვეტილება პრაქტიკული შედეგის მომტანი და მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც, ჩვენ გვინდა არამხოლოდ ლიბერალიზაცია, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის"- განაცხადა ჯანელიძე.
მისი თქმით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება მოქმედი მთავრობის დამსახურებაა.
მასალის გამოყენების პირობები






