„მსურს მივულოცო ყველას ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან სერიოზული კითხვები აქვთ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად, ჩათვალეს, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგან არა მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის მიმართულებით და გადადგეს კიდეც ეს ნაბიჯი. მათ მადლობას ვეუბნებით, რომ „ქართული ოცნების“ არასწორი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიუხედავად, დასჯილი არ აღმოჩნდა ქართველო ხალხი. ქართველ მოქალაქეებს შეეძლებთ ისარგებლონ იმით, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში. საბოლოო ადგილი რა თქმა უნდა არის ევროპაში, ჩვენ ევროკავშირისა და ნატოს წევრები უნდა გავხდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი, რადგან უსაფრთხო გაერმოში ყოფნა არის ჩვენი გზა იმისათვის, რომ გაიზარდოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, დაცული ვიყოთ რუსული აგრესიისგან, დღეს ევროპელებმა გადმოდგეს დიდი ნაბიჯი ჩვენსკენ, ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ საქართველოში მეტი დემოკრატიით, უკეთესი ხელისუფლებით“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






