ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიანიჭა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება ძალაში გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში შევა ძალაში. აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეხმაურება:
„არა მარტო იმ გაგებით, რომ თავისუფალი მოგზაურობაა შესაძლებელი, არამედ იმის გამო, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევედით, მას შემდეგ, რაც ასოცირებულ წევრობაზე მოვაწერეთ ხელი, ეს კიდევ ერთი მძლავრი ნაბიჯია. ჩვენს ავტორიტეტზე, ბიზნესმენების დაინტერესებაზე, ბევრ საკითხებთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი და კარგი დღე. ჩვენ ჩვენს საქმეს სწორად ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ჩვენი სტატუსი და მდგომარეობა, შენიშვნები უამრავ ქვეყანასთან არსებობს. ვფიქრობ, რომ ეს ერთი თვე იქნება ტექნიკური დეტალების შეთანხმება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გავრჩერდეთ“, - აცხადებს გია ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






