მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.
ჯანელიძის განცხადებით, პროცესი ამით არ სრულდება და დარჩენილია რამდენიმე ტექნიკური დეტალი.
"მინდა ხაზი გაუსვა დღევანდელი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. დღეს ყველამ ერთად დავინახეთ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირის და ევროპული პარტიების მხრიდან. თუ როგორ ფასდება საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული შრომა და ყველა ის რეფორმა რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესში და არა მხოლოდ, განხორციელდა. ყველა ის ნაბიჯი რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს და ჩვენ დავინახეთ, ცალსახა, ძალიან მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმია. ეს არის დადასტურება ჩვენი კურსის, ეს არის დადასტურება ჩვენი ქმედებების და წარმატების ამ გზაზე. ყველა ჩვენს მოქალაქეს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ვერ იქნება თუ მხარდაჭერა არ იქნა ჩვენი მოსახლეობის, მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების და ყველა იმ ორგანოსი, რომელიც ამ პროცესში ჩართული იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გაგრძელდეს ყველა ის რეფორმა რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ემსახურება" - აღნიშნა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






