"ყველას გილოცავთ და გისურვებთ ამ უნიკალური შესაძლებლობის სასიკეთოდ გამოყენებას“- თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 15:09, 02 Feb, 2017     2181
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მოსახლეობას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ულოცავს.

„ჩვენ დღეს ვიხილეთ მწვავე დებატები ევროპარლამენტში, ვიხილეთ საქართველოსა და მისი სამომავლო პერსპექტივის მხარდამჭერი ძალიან სერიოზული განცხადებები ევროპარლამენტარებისგან; თუმცა, ვიხილეთ ისიც, რომ ეს მართლაც რთული პროცესი იყო, რაც ხელისუფლებამ გაიარა, რადგან არაერთი ევროპარლამენტარი იყო წინააღმდეგი იმ გადაწყვეტილების, რომლის მისაღებადაც ჩვენ ხალხთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასა და თითოეულ მოქალაქესთან ერთად გავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები.

მთავარი ეს არ არის. მთავარია ის, რომ შედეგი მაინც პოზიტიურია. კენჭისყრა დადებითად დასრულდა და ევროპარლამენტმა აღიარა ის, რომ ის ძალიან მასშტაბური რეფორმები ყველა სფეროში − მიგრაციის, კორუფციასთან ბრძოლის, ტრეფიკინგთან ბრძოლის, უსაფრთხო დოკუმენტების დამკვიდრების და სხვა რეფორმები, რაც გავატარეთ, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, არის მაღალი შეფასების მქონე, და დღეიდან იწყება უკვე ის პროცესი, რაც რამდენიმე კვირაში გზას გაგიხსნით თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს, უვიზოდ იმოგზაუროთ შენგენის ზონაში. მე ყველას გისურვებთ ამ ძალიან დიდი შესაძლებლობის, პერსპექტივის სასიკეთოდ გამოყენებას თითოეული თქვენი ოჯახის წევრისთვის. გისურვებთ იმასაც, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა თავიანთი მომავალი განათლებისთვის, კარიერისთვის, თავიანთ თანატოლებთან ურთიერთობისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენონ, და ძალიან დიდი იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ღირსეულად წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას, დავიცავთ იქაური ქვეყნების კანონებს და ჩვენი საქართველოს ტრადიციებს; ევროპულ ღირებულებებს გავუზიარებთ მათ ისე, რომ სრული, რეალური შთაბეჭდილება და წარმოდგენა ჰქონდეთ იმ ისტორიული რეალობის შესახებ, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი იყო, არის და იქნება ევროპულ ოჯახში“- განაცხდა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42