"ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ისტორიულ ნაბიჯის გადაგმას"- "ენმ" ვიზალიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 14:47, 02 Feb, 2017     3243
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ულოცავს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ისტორიულ ნაბიჯის გადაგმას საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე.

სავიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლებელს ხდის შეუფერხებლად, დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მოგზაურობას შენგენის ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი გამარჯვება, ისევე, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება (2014 წ.), ქართველი ხალხის ურყევი ნების შედეგია, რომელიც მყარად უჭერა მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ ეს მტკიცე პოზიცია არ აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას შესაძლებლობას, გადაუხვიოს ქვეყნის განვითარების ევროპული ვექტორიდან.

ერთიანი ნაციონალური მოძროაბის მმართველობის პერიოდში ქვეყნის ევროპული მომავლისათვის შექმნილმა მყარმა საფუძველმა, ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დღევანდელ წარმატებაში.

უვიზო რეჟიმის მისაღწევად აუცილებელი აქტიური ნაბიჯების გადადგმა ქვეყანამ ჯერ კიდევ 2006 წელს, ხოლო მოლაპარაკებები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე 2012 წლის ივნისში დაიწყო. ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში გაუარესებული ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში და ხელისუფლების არაკომპეტენტური პოლიტიკის შედაგად, პროცესი შეფერხდა და რეალური შედეგი 2 წლიანი დაგვინებით დადგა. თუმცა, დღეს, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს, ხოლო ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ არ გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის კვლავ გაუქმება.

აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ევროპის სახალო პარტიას (EPP), რომლის წევრიც ერთიანი ნაციონალური მოძრობაა. გასული წლების მანძილზე სწორედ ეს პოლიტიკური ძალა უჭერდა მხარს ყველაზე აქტიურად საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობის მიცემას.

საქართველოს მთავრობას შევახსნებთ, რომ უვიზო მიმოსვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომელიც ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების სტრატეგიის გარეშე, საქართველოს ევროპული მომავალს შეუქცევადს ვერ გახდის.

ქართველ ხალხს კი, ჩვენის მხრივ ვპირდებით, რომ როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა, გავაგრძელებთ ხელისუფლებაზე ზეწოლას ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ამ მიმართულებით სწრაფ შედეგებზე ორიენტირებულ, მიზანმიმართულ და მწყობრ პოლიტიკას გავატარებთ"-აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42