„საქართველო სამაგალითოა იმით, რომ ის ასრულებს საგზაო რუკის მოთხოვნებს და სთავაზობს ვიზალიბერალიზაციას თავის მოქალაქეებს.
მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპსორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის წევრ შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მეთოდით გადაადგილებით.
საქართველო ახორციელებს ყველა რეფორმას, რათა დააკმაყოფილოს ყველა უმაღლესი კრიტერიუმი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეს ძალისხმევა დაფასდა. ევროკომისიამ შეაფასა ქართული მხარის მიერ გატარებული სამუშაო და გამოვიდა შეთავაზებით, რათა 2016 წლის მარტში გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ.
გასული წლების განმავლობაში ჩვენ რთული გზა გამოვიარეთ. კომისია განაგრძობს მონიტორინგი მოახდინოს საქართველოს უწყვეტ თავსებადობას ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ.
როგორც აღვნიშნე, მინდა კვლავ გავიმეორე, რომ საქართველოში განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანა ევროკავშირთან უფრო დააახლოვა" - განაცხადა ავრომოპოლუსმა.
მისი განცხადებით, უვიზო რეჟიმი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა გაძლიერდეს კულტურული და ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შორის.
„მსურს გაგიზიანოთ პირადი გამოცდილება. როდესაც პირველად ვესტუმრე თბილისს, როგორც კომისიის წარმომადგენელი, მე მართლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი - იქ ევროკავშირის უფრო მეტი დროშა ვნახე, ვიდრე ბრიუსელში" - განაცხადა ევროკომისარმა.
მისი თქმით, საქართველის მთავრობამ მნიშვნელოვანი შრომა გასწია ვიზალიებარალიზაციის პროცესში.
"საქართველოს მთავრობას მინდა მაღალი შეფასება მივცე" - აღნიშნა ავრამოპულუსმა.
მასალის გამოყენების პირობები






