"პოროშენკო მართავს მედიას, მთავრობას, მაგრამ ვერ მართავს ქვეყანას"- რა გეგმები აქვს სააკაშვილს საარჩევნოდ
პოლიტიკა - 13:14, 02 Feb, 2017     4442
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა censor.net-თან ინტერვიუში უკრაინაში მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, სადაც გამარჯვებას მისი პოლიტიკური ძალა მოიპოვებს:

„მომავალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს ერთი კონსოლიდირებული ძალა და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს ჩვენი პოლიტიკური ძალა იქნება. არ იქნება კოალიცია- ადამიანები კოალიციას ხმას არ მისცემენ. უკრაინაში იქნება გარღვევა, ჩვენს პარტიას ასეთი პრინციპი აქვს, ის ვინც პარლამენტში ერთი ვადაზე მეტჯერ იყო ჩვენს რიგებში ვერ იქნება, ვინც ორ ვადაზე მეტჯერ იყო და აღმასრულებელ შტოში მაღალ თანამდებობას იკავებდა- ვერც ის იქნება ჩვენს რიგებში. ჩვენ დეპუტატებისთვის ისეთივე შეზღუდვების შემოტანა გვინდა, როგორც პრეზიდენტთან დაკავშირებითაა. ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ყველას ვინც ორ ვადაზე მეტჯერ იყო პარლამენტში, აუკრძალავს არჩევნებში ხელახლა მონაწილეობას. ჩვენ მომხრე ვართ რომ წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ჩვენ შევამცირებთ სახელმწიფო აპარატს ორჯერ და პირველ რიგში ეს სამხარეო ადმინისტრაციებს შეეხება, საგადასახადო ტვირთის შემცირებას ვაპირებთ 60%-ით“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე სჭირდება თუ არა უკრაინას ახალი მაიდანი სააკაშვილმა უპასუხა, რომ პოლიტიკური კლასის არჩევნებით შეცვლის მომხრეა:

„ჩვენ ახლა მწვავე კრიზისი გვაქვს, პოროშენკო მართავს მედიას, მთავრობას, მაგრამ ვერ მართავს ქვეყანას, ქვეყანას ახლა კრიზისი მართავს, ხელისუფლებას კი ამის მუხრუჭი არ გააჩნია და შეიძლება გზიდან გადავიდეს. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ კიდევ ერთი მაიდანია საჭირო. ვფიქრონ, პოლიტიკური კლასის ცვლილება არჩევნებით უნდა მოხდეს და ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ძალა, რომელიც წესრიგს დაამყარებს. ხელისუფლება რომელიც სტრუქტურულ რეფორმებს პირველ ორ თვეშივე განახორციელებს. საჭიროა ძალაუფლების ხელში აღება და არა ადამიანების მორიგი ჯგუფის მოყვანა, რომლებსაც აქვთ იმის ფული რომ საპარლამენტო სიებში ადგილები იყიდონ. უკრაინა არასოდეს ყოფილა ასე ერთსულოვანი, როგორც ახლა. სახელმწიფოს მშენებლობა მხოლოდ ანთებული თვალების მქონე იდეალისტებს შეუძლიათ და არა „ბარიგებს“ რომლებიც სხვის ჯიბეებში დაძვრებიან."- აღნიშნა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42