დონალდ ტრამპისა და ტელეკომპანიის ურთიერთობის დაძაბვა, CNN-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. შეგახსენებთ, CNN-ის ცნობით, 6 იანვარს, ნიუ იორკში გამართულ სპეციალურ ბრიფინჰზე, აშშ-ის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ტრამპს ინფორმაცია მაიწოდეს იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ.გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპრომატებს შორის არის სექსუალური ხასიათის ჩანაწერები.
პრეზიდენტის რანგში პირველ პრესკონფერენციაზე, კი ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტს ჯიმ აკოსტას კითხვის დასმის უფლება არ მისცა და ტელეკომპანიას “ცრუ ინფორმაციების ორგანიზაცია“ უწოდა.
გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი სიენენს ბოუკიტს უცხადებს და ტრამპის ადმინისტრაცია წარმომადგენლებს სიენენის გადაცემებში მონაწილეობის მისაღებად არ გაუშვებს.
მასალის გამოყენების პირობები






