ირაკლი კობახიძე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელს მარია გაბრიელს შეხვდა
პოლიტიკა - 12:51, 02 Feb, 2017     1399
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელაგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელს, მარია გაბრიელს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარია გაბრიელს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„1 ან 2 მარტს ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის მოხდება საბოლოო შეთანხება- ხელმოწერა. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მაქსიმუმ 15 მარტამდე, შესაძლოა უფრო ადრეც კი და 20 დღეში ძალაში შევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა. მე ბოლო წუთამდე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ შედეგი დადგეს მალე. ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა მარია გაბრიელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრებთან ერთად, ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრის პროცედურას დაესწრება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42