ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 10:14, 02 Feb, 2017     1241

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ანტონიო ტაიანის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ევროპარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ქართველ დეპუტატებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ანტონიო ტაიანიმ ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკური რეფორმებისა და სხვადასხვა მიმართულებით, ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაც.

„ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოვხატეთ მადლიერება იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენს ინსტიტუციებს შორის არსებობს და გამოვთქვით სურვილი, რომ ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენ ევროპარლამენტთან ორმხრივ, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ამისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმებიც და ევროპარლამენტი მზად არის, რომ განიხილოს ეს ორმხრივი თანამშრომლობა სპეციალურად ასეთი ფონდის დაფინანსებით. ასე, რომ ვმუშაობთ ამ კონკრეტულ მიმართულებაზეც“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

ანტონიო ტაიანისთან შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები:თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42