აკა სინჯიკაშვილი: „უკან რომ ჩანს მაგ მიწურში წამოიყვანა და რამდენიმე წელია უვლის. აი საერთოდ ვერ გადის ოთახიდან, მოხუცი ვერ მოძრაობს და სულ მიხედვა უნდა. მეზობლები ეხმარებიან ზოგჯერ საჭმელით, ძირითადად მშივრები არიან.
გოგა 26 წლის არის და ყველაფერს ამჯობინა რომ თავის ბებოს მიხედოს. დღეს ჩავუტანეთ პროდუქტები და 500 ლარი დავუტოვეთ, ასე თქვა ერთად არ მინახავს ამდენი ფული და ეხლა გული წამივაო რამე ხომ არ გინდათქო გულითთქო და ინგლისურის სწავლაო ბიჭი ცხოვრობს ყვარლის რაიონში, სოფელ კუჭატანში. იქნებ ვინმემ მიხედოთ თუ შეგიძლიათ, მე სულ ვეცდები მივიდე როცა აქეთ ვიქნები. ტელეფონის ნომერს ინბოქსში მოგწერთ
ახალსოფელში კი გუშინ მოგროვილი ნივთები ჩამოვუტანეთ მამას და პატარა გოგოს,ტანსაცმელი, ფეხსაცმელი,წიგნები და სათამაშოები. ვუყიდეთ ერთი თვის სამყოფი პროდუქტი, ახალი მაცივარი, სახურავის გადახურვას დავიწყებთ მალე და სოციალურსაც დაუნიშნავენ
უჰ დღეს კარგები ვართ.“
მასალის გამოყენების პირობები






